ვოლოდიმირ ზელენსკი: ვიცით, რომ რუსები მზად არიან უკრაინაში შემოჭრისთვის, მაგრამ ჩვენც ასევე მზად ვართ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის რუსეთის შემოჭრისთვის. მან ამის შესახებ  დონბასში ვიზიტისას CNN-ს განუცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას რუსეთის სრულფასოვანი შემოჭრის შესაძლებლობა 2014 წლიდან აქვს გააზრებული.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ვიცით, 2014 წლიდან ვიცით, რომ ეს შეიძლება მოხდეს. ისინი მზად არიან, მაგრამ ჩვენც ასევე მზად ვართ, რადგან ჩვენს მიწასა და ტერიტორიაზე ვიმყოფებით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.