ამირან გამყრელიძე – აღარ გვაქვს გარანტია, რომ ინფექცია მეორედ არ შეგვხვდება – ხდება მუტაცია, ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს და რეინფიცირების მაჩვენებლი იზრდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკიდურესად უნდა გამკაცრდეს იმ შეზღუდვების აღსრულება, რაც დაწესებულია.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თუ ინფიცირებულების ოდენობა რაღაც ზღვრამდე ავა, შემდგომი ღონისძიებები ამის შემდეგ გადაწყდება.

„ჩვენი რეკომენდაცია და საკოორდინაციო საბჭოს გადწყვეტილება არის რომ, ამ ეტაპზე, უკიდურესად უნდა გამკაცრდეს იმ შეზღუდვების აღსრულება, რაც დაწესებულია. ეს არის ორი მთვარი შეზღუდვა – ე.წ. კარანტინი და დიდი თავშეყრების პრევენცია. ამაზე მაქსიმალური ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული, ასევე მნიშვნელოვანია პირბადის მაქსიმალური ტარება. თუ ჩვენ ინფიცირებულების რაღაც ზღვრამდე ავალთ, შემდეგ უკვე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. დღეს პირბადის ტარების მაჩვენებლი არის 50%-ზე. სამწუხაროდ, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. თუ ჩვენ გადავიტანდით ინფექციას და გარანტირებული ვიყავით, რომ ინფექცია მეორედ არ შეგვხვდებოდა, სამწუხაროდ, ახლა არ არის ასე. იმის გამო, რომ არის მუტაციები და ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს, რეინფიცირების მაჩვენებლი იზრდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.