ინფიცირების გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რელიგიის მსახურებში იყო – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რელიგიის მსახურებში იყო.

“ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით, ყველაზე უკეთესი მდგომარეობა იყო მოლებში და სკოლებში, შედარებით ნაკლები მაჩვენებელი იყო ბაზრობებზე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი, ყოველთვის რელიგიის მსახურებში იყო,”- აცხადებს ამირან გმყრელიძე.