გაეროს გენერალური მდივანი სიმდიდრის გადასახადის დაწესებას ითხოვს მათთვის, ვინც პანდემიის დროს გამდიდრდა

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მსოფლიოს მთავრობებს მოუწოდებს, „სოლიდარობის ან სიმდიდრის“ გადასახადი დააწესონ, რათა კორონავირუსთან ბრძოლაში უთანასწორობა შეამცირონ და ვაქცინებზე წვდომა გაზარდონ.

ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება 5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა.

„ბოლო წლის განმავლობაში, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება 5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა. დაჟინებით მოვუწოდებ მთავრობებს, უკიდურესი უთანასწორობის შესამცირებლად სოლიდარობის ან სიმდიდრის გადასახადის დაწესების საკითხი განიხილონ მათთვის, ვინც პანდემიის დროს გამდიდრდა“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.