„სპორტ-ექსპრესი“: ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი „აიაქსის“ წარმომადგენელს შეხვდება

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელზე, ხვიჩა კავარცხელიაზე ახალ ინფორმაციას პოპულარული რუსული გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა, კარიერა ნიდერლანდურ გრანდში, ამსტერდამის „აიაქსში“ გააგრძელოს.

„როგორც „სპორტ-ექსპრესისთვის“ გახდა ცნობილი, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი მალე „აიაქსის“ სპორტულ დირექტორს, მარკ ოვერმარსს შეხვდება“, – წერს „სპორტ-ექსპრესი“.

მათივე ინფორმაციით, ამსტერდამის კლუბი კვარაცხელიას შეძენას ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ განმავლობაში აპირებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალმა „ტრანსფერმარკტმა“ ხვიჩის ღირებულება 10-დან 15 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

20 წლის ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულნი არიან: „ატალანტა“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“, „ნაპოლი“ და დორტმუნდის „ბორუსია“.