სალომე ზურაბიშვილი: 17 წლის განმავლობაში ქართული ჯარი ავღანეთში ჩვენს ამერიკელ და ნატოელ პარტნიორებთან გვერდიგვერდ იდგა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავღანეთიდან ნატოს მისიის გაყვანას ეხმაურება.

„17 წლის განმავლობაში ქართული ჯარი ავღანეთში ჩვენს ამერიკელ და ნატოელ პარტნიორებთან გვერდიგვერდ იდგა. ერთად ვმუშაობდით ავღანელი ხალხისთვის მშვიდობის მოსატანად, რთულ რეგიონში წესრიგის დასამყარებლად და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ავღანეთი უფრო უსაფრთხო ქვეყანაა, ხოლო მოკავშირეთა თანამშრომლობამ კარდინალურად შეცვალა იმ საფრთხეების სახე, რომლის წინაშე საუკუნის დასაწყისში ვიდექით.

„საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად ახლა უფრო მზად არის, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.