ვინ არის „საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი, რომელმაც პნევმატური იარაღი მაღაზიიდან ნისიად გამოიტანა

„რუსთავი 2″-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი პნევმატური იარაღით იყო შეიარაღებული, რომელიც მაღაზიიდან ნისიად გამოიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ნიკა წურწუმია ზუგდიდიდან არის.

“საქართველოს ბანკზე” შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია.

“საქართველოს ბანკზე” შეიარაღებული თავდამსხმელის დაკავება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა  შალვა ბედოიძემ შეძლო.

ამ დროისთვის ავლაბარში სპეცოპერაცია დასრულებულია და  ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა.