იაგო ხვიჩია: პარლამენტის შენობაში გადაგვაქვს სამეფო – მინდა რომ სადმე ეხატოს „გირჩის სამეფოს” სურათი, არ ავიღებთ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას

პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის და მისი გუნდი ორშაბათიდან პარლამენტის შენობაში იქნება, თუმცა ის არ აპირებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს.

მისი თქმით, იგი  პარლამენტის წევრებთნ ნორმალურ, კონსტრუქციულ ურთიერთობას აპირებს.

“ორშაბათიდან ჩვენ ვიქნებით პარლამენტის შენობაში, მაგრამ არ ავიღებთ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან. არ დავესწრებით და არ მივიღებთ მონაწილეობას არც სპარლამენტო სესიებში, კომისიებში და არც საკომიტეტო სხდომებში. არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, საერთაშორისო ვიზიტში და არ განვახორციელებეთ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რომელიც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

თუმცა, საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივილეგიებისგან გამოვიყენებთ: პარლამენტის წევრის იმუნიტეტს, იარაღის ტარების უფლებას, რადგან გვინდა, რომ ქვეყანაში ყველა ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება.

მე პარლამენტის წევრებთნ ვაპირებ ნორმალურ, კონსტრუქციულ ურთიერთობას. ასევე, გამოვიყენებთ პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომისა და სიმართლის ლაპარაკის უფლებას. სამეფო გადაგვაქვს პარლამენტის შენობაში. მინდა რომ სადმე ეხატოს სურათი პარლამენტის შესასვლელში, „გირჩის სამეფოს”  სურათი.

იქ რომ ვიქნები, დერეფანში ხომ შემხვდებიან და ყველაფერზე დაველაპარაკები. “ნაციონალურ მოძრაობას” დერეფანში დაველოდებით, რომ ერთად შევიდეთ დარბაზში, მაგათ გარეშე არ შევდივართ,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.