“არ ვიცი უნდა ვთქვა თუ არა… ითქვა, რომ გიორგი რურუას საკითხი გადაწყვეტილიყო სამ თვეში” – ვახტანგ მეგრელიშვილი დანიელსონთან შეხვედრაზე

პარტია  ”გირჩის” წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი “ღამის კურიერის“ ეთერში აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დროს გიორგი რურუას შესახებაც იყო საუბარი.

“მე, უბრალოდ, გაგიზიარებთ, არ ვიცი უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ კი, ითქვა, რომ გიორგი რურუას საკითხი გადაწყვეტილიყო სამ თვეში. რაღაც მექანიზმი იყო შემოთავაზებული, რომელზეც არ მახსოვს, რომ რომელიმე მხარე პირდაპირ დათანხმებულიყო, ე.წ. უდო იყო განხილული, ე.წ. სამაჯურით გამოსვლაზე იყო საუბარი… მაგრამ ეს საკითხი ბოლომდე მისულიყო, ასე არ ყოფილა, მაგრამ შემოთავაზებული იყო.

დოკუმენტში ჩაწერილი არ ყოფილა, ეს იყო ზეპირსიტყვიერი საუბარი,“ – ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.