სოფელ გუმათში განთავსებული რკინის კონსტრუქციის ნაწილი აიღეს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დილიდან სოფელ გუმათში არიან შეკრებილები.

დღეს  დილით პოლიციამ  რკინის კონსტრუქციის ნაწილი აიღო, თუმცა გზა კვლავ რკინის ჯებირებით აქვს გადაკეტილი და სოფელ ნამახვანისკენ მოძრაობა კვლავ აკრძალულია.

თავის მხრივ, საავტომობილო გზა ავტომობილებით გადაკეტილი აქვთ ჰესის მოწინააღმდეგეებსაც.