როგორ დააგროვა გიორგი ვაშაძემ 12 მილიონი ლარის ბიტკოინი და 2.6 მილიონის ეთერიუმი

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე 12 მილიონი ლარის ბიტკოინს და 2.6 მილიონის ეთერიუმს ფლობს.  როგორც მისი ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მან მილიონები რამდენიმე თვეში მოაგროვა.

უფრო დეტალურად, კრიპტოვალუტების მიხედვით გიორგი ვაშაძის ქონება ასე ნაწილდება:

ბიტკოინი – დეკლარაციის შევსების დროს გიორგი ვაშაძე 57 ბიტკოინს ფლობდა, ერთი ბიტკოინი $44,500 ღირდა, შესაბამისად მისი ჯამური ღირებულება $2,536,500 დოლარს, ანუ 8,395,815 ლარს შეადგენდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად ერთი ბიტკოინის ღირებულება $61,399 დოლარია, თუკი ვაშაძე კვლავ ფლობს 57 ბიტკოინს (დეკლარაცია 2 თვის წინ, თებერვალში შეავსო – რედ.), მაშინ ამ კრიპტოვალუტის ჯამური ფასი $3,499,743 დოლარი, ანუ 12,004,118 ლარია.

ეთერიუმი – დეკლარაციის შევსების დროს გიორგი ვაშაძე 315 ეთერიუმს ფლობდა, ერთი ეთერიუმი $1,710 ღირდა, შესაბამისად, მისი ჯამური ღირებულება $538,650 დოლარს, ანუ 1,782,931 ლარს შეადგენდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად ერთი ეთერიუმის ღირებულება $2,409 დოლარია, თუკი გიორგი ვაშაძე კვლავ ფლობს 315 ეთერიუმს, მაშინ ამ კრიპტოვალუტის ჯამური ფასი $758,835 დოლარი, ანუ 2,602,804 ლარია.

 

წყარო: bm.ge