ორი აფეთქება და მსხვერპლი სტამბოლში

თურქეთის ათათურქის სახელობის  აეროპორტში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქებამდეც და შემდეგაც ისმის სროლის ხმა.

თურქეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ აეროპორტში აფეთქება თვითმკვლელმა მოაწყო. ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს კი სხვა ვერსია აქვთ. პრესა წერს, რომ ხელყუმბარები ხალხის მასისკენ ისროლა ორმა ადამიანმა და გაიქცნენ. არსებული ინფორმაციით დაღუპულია 10 და დაჭრილი 40-მდე მოქალაქე.

ამ დროისთვის ათათურქის აეროპორტი დაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები. პერიმეტრი გადაკეტილი აქვს პოლიციას.

კომენტარის დატოვება