როგორი იქნება სუპერლიგის ფორმატი და რამდენი გუნდი მიიღებს ტურნირში მონაწილეობას

ახალი საფეხბურთო ტურნირი – ევროპის სუპერლიგა ოფიციალურად დაარსდა, რომლის რიგებში ჯერჯერობით გაერთიანებულია 12 გუნდი – „მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, იუვენტუსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“.

როგორი იქნება ტურნირის ფორმატი:

პირველ სეზონში ითამაშებს 20 კლუბი. აქედან 15 იქნება დამფუძნებელი და ხუთი დამატებითი გუნდი, რომელთა შემადგენლობა შეიცვლება გასული სეზონის შედეგების მიხედვით.

ყველა მატჩი გაიმართება კვირის შუაში. ყველა კლუბი გააგრძელებს გამოსვლას თავის ეროვნულ ჩემპიონატში, რითაც შენარჩუნებული იქნება ტრადიციული კალენდარი, რომელიც საფუძვლად უდევს საკლუბო ცხოვრებას.

სეზონი დაიწყება აგვისტოში. 20 გუნდი ორ ჯგუფად დაიყოფა (თითოში 10 გუნდი). ისინი ორ წრედ ითამაშებენ. სამ-სამი საუკეთესო გუნდი პირდაპირ გავა მეოთხედფინალში. ჯგუფებში მეოთხე და მეხუთე გუნდები დამატებით ორმატჩიან პლეი ოფს ითამაშებენ.

პლეი ოფი დაიწყება მეოთხედფინალური ეტაპიდან. ყოველი ეტაპი ორმატჩიანი იქნება. ფინალი მაისის ბოლოს ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება.