ოფიციალურად ევროპის სუპერლიგა შეიქმნა

ოფიციალურად ახალი საფეხბურთო ტურნირი – ევროპის სუპერლიგა შეიქმნა.

„ევროპის 12 წამყვანი გუნდი ერთობლივად მივიდა შეთანხმებამდე ახალი ტურნირის – ევროპის სუპერლიგის შექმნის შესახებ. მატჩები შუა კვირას ჩატარდება, ტურნირს უხელმძღვანელებენ დამაარსებელი კლუბები.

„მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, იუვენტუსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“ შევლენ სუპერლიგაში, როგორც დამფუძნებლები. კიდევ სამი გუნდი შეუერთდება მათ პირველი სეზონის წინ, რომლის სტარტიც შედგება პირველივე შესაძლებლობისთანავე.

დამფუძნებელი კლუბები აპირებენ UEFA-სთან და FIFA-სთან ერთობლივი თანამშრომლობის განხილვას, რათა უზრუნველყონ საუკეთესო პერსპექტივები როგორც ახალი ტურნირისთვის, ასევე მთლიანად ფეხბურთისთვის.

დამფუძნებელი კლუბები რამდენიმე წელია მიზნად ისახავდნენ ისეთი ფორმატის შექმნას, რომელშიც წამყვანი გუნდები და ფეხბურთელები ერთნანეთს რეგულარულად შეხვდებოდნენ“, – წერია განცხადებაში.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password