ისრაელის ელჩის განცხადებით, შესაძლოა, გაიზარდოს საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი, რომლებსაც ისრაელში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ

ისრაელში ლეგალურად დასასაქმებლად საქართველოს მოქალაქეებისთვის გათვალისწინებული კვოტა შესაძლოა, გაიზარდოს, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა განაცხადა.

„ჩვენ დავიწყეთ კვოტირება საქართველოს ათასი მოქალაქით. ვიმედოვნებთ, რომ თუ ეს მიზანი წარმატებით და შეუფერხებლად იქნება მიღწეული, შესაძლოა, განვიხილოთ კვოტის გაზრდის საკითხი. ეს არის მთელი რიგი პროექტები და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი ლიმიტირებული კვოტით დაწყება“, – განაცხადა რან გიდორმა.

საქართველოს მოქალაქეების ისრაელში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილს დაიწყო და 24 საათში 760 მოქალაქე დარეგისტრირდა.