შარლ მიშელი – მადლიერება მინდა გამოვხატო ოპოზიციის მიმართ იმ ერთგულებისთვის, რომელიც გამოხატეს თავიანთი ინტერესების გვერდით გაწევით – ეს არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე

მადლიერებას გამოვხატავ ოპოზიციის მიმართ იმ ერთგულებისთვის, რომელიც გამოხატეს თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გვერდით გაწევით. ეს არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე, გონივრული მიდგომა, რომელიც საჭიროა ამ ეტაპზე,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შალ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მიშელი აღნიშნავს, არსებული მომენტით უნდა ისარგებლონ, რათა იმ რეფორმებისთვის იმუშავონ, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო სიღრმისეულ თანამშრომლობას უზრუნველყოფს.

„ჩვენ ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ, რათა პარლამენტში ერთად ვიმუშავოთ უკეთესი მომავლისთვის. ეს რეფორმები ის არის, რაც საქართველოს სჭირდება, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უკეთეს მომავალს იმისთვის, რომ გაიხსნას გზა უფრო სიღრმისეული თანამშრომლობისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ევროკავშირი არის უძლიერესი პარტნიორი საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები და ინტერესები დემოკრატიის და რეფორმების განხორციელების მიმართულებით, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ და არსებული პანდემიის პირობებში და ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში ევროკავშირი 400 მლნ ევროთი ეხმარება საქართველოს და ევროკავშირი გამოხატავს უძლიერეს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ძლიერი პარტნიორობა და თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აქტუალურია. გარწმუნებთ, რომ ყველა ეს წარმატება იქნება მიღწეული ერთობლივად დემოკრატიის, სიძლიერის, კეთილდღეობის მიზნით და გისურვებთ ამ სიძლიერეს ევროპის მეგობრების რანგში. ეს ნდობა არის უცილობლად მნიშვნელოვანი, ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ოდესმე ყოფილა და იქნება“, – განაცხადა მიშელმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password