სალომე სამადაშვილი გიორგი ბარამიძეს: შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ, წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს ოპოზიციის საბოლოოდ ჩამონგრევის უფლებას არ მივცემ

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი „ნაციონლაური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს მარგინალს, ჩამოწერილს და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსს უწოდებს. ამის შესახებ სამადაშვილმა ბარამიძის facebook-ის განცხადების საპასუხოდ დაწერა, სადაც ის სამადაშვილთან დებატებზე მზადყოფნას გამოთქვამს.

„მელია რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე, ჩემო გია. მანამდე არ ვაპირებ, უფლება მივცე შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს”, – წერს სალომე სამადაშვილი.