კასპში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ მოკლულის ცოლი დააკავა

კასპში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ მოკლული, 34 წლის ნოდარ ღუნაშვილის ცოლი დააკავა.  მას, სავარაუდოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

მკვლელობა 14 მარტს მოხდა და პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავა, თუმცა ნოდარ ღუნაშვილის ოჯახის წევრები,მათივე თქმით, მკვლელობის მთავარი ფიგურანტის, გარდაცვლილის მეუღლის დაკავებას ითხოვდნენ. მათი თქმით, ნოდარ ღუნაშვილის მეუღლე მკვლელობის დღეს სახლში იმყოფებოდა და მის მკვლელად სწორედ მას ასახელებდნენ.

ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი კასპის სასაფლაოზე მწყემსმა  იპოვა. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი.