ისრაელში გამართულ ფესტივალზე, ტრიბუნის ჩამონგრევის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ისრაელში, მერონის მთაზე, ლა ბა-ომერის ფესტივალზე ტრიბუნის ჩამონგრევის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა

გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ ფესტივალზე დასწრების ნებართვა ათი ათასამდე ადამიანზე გასცა, თუმცა ტერიტორიაზე 30 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. მათ უსაფრთხოებას კი, 5000-მდე პოლიციელი უზრუნველყოფდა. რამ გამოიწვია ტრიბუნის ჩამონგრევა, ამ დროისთვის უცნობია