Geomediatv -ს სპეციალური განცხადება

დაახლოებით 45 წუთის წინ სააგენტოს ვებ-გვერდზე დაფიქსირდა ხარვეზი. მოხდა მასალების წაშლა.

ამ განცხადების გაკეთება მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მასალების ავტორები გვეკითხებიან-რა მოხდა და ვინ აგვაღებინა სტატიები.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც არანაირი ზარი განხორციელებულა, არც არავის მოუთხოვია მასალის აღება საიტიდან და არც ჩვენ შეგვშინებია ვინმესი. მასალები წაიშალა SEO თავდასხმის შედეგად.

ამ წუთებში ტექნიკური ჯგუფი არკვევს თუ რა მოხდა და ცდილობს გამოასწოროს ხარვეზი, ავტორებს ვუხდით ბოდიშს და წაშლილ მასალებს  შეძლებისდაგვარად თავიდან დავდებთ საიტზე.

კომენტარის დატოვება