არ ვიცი, ოპოზიციაში რა პროცესები მიდის, ხან იყოფიან, ხან ერთმანეთს ეფერებიან, ეგ არ არის ჩემი საქმე – თუ ნიკა მელია იქნება მერობის კანდიდატი, ჩვენი პარტიის მხარდაჭერა მას არ ექნება – ლევან იოსელიანი

ნიკა მელია თუ იქნება ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ჩვენი პარტიის მხარდაჭერა მას არ ექნება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ოპოზიციაში რა პროცესები მიდის მისთვის უცნობია.

„არ ვიცი, ოპოზიციაში რა პროცესები მიდის, ხან ერთად არიან, ხან იყოფიან, ხან ერთმანეთს ედავებიან, ხან ეფერებიან, ეგ არ არის ჩემი საქმე. ერთადერთი ის ვიცი, რომ თუ ნიკა მელია იქნება მერობის კანდიდატი, ჩვენი პარტიის მხარდაჭერა მას არ ექნება“, – განაცხადა იოსელიანმა.