საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ „დიდი შვიდეულის” ქვეყნები ვაქცინის წარმოებას არ გაზრდიან, პანდემია მსოფლიოს 2024 წლამდე გააწვალებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით,  თუ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ვაქცინის წარმოებას არ გაზრდიან, კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს 2024 წლამდე გააწვალებს.

„თუ ამ ტემპით გავაგრძელებთ, მაშინ გლობალურ იმუნიტეტს 2024 წლამდე ვერ მივაღწევთ. კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი არ იქნება მანამ, სანამ გლობალური იმუნიტეტი არ იქნება. შეგვიძლია სიხარული გამოვხატოთ თითოეულ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპებით, მაგრამ ეს მხოლოდ ნაბიჯია გლობალური იმუნიტეტისკენ და ვირუსი თავისი ვარიანტებით ისევ აქ იქნება, ვიდრე გლობალურ იმუნიტეტს არ მივაღწევთ“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.