სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა აღდგა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა აღდგა.

საზღვრის გადაკვეთა უკვე შეუძლია როგორც თურქეთის, ასევე საქართველოს და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს.

-“სარფის საბაჟოზე გადაადგილება სამი დღის განმავლობაში შეზღუდული იყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეფერხება საპასპორტო კონტროლის, ე.წ. ,”POL NET“- ის სისტემის გათიშვამ გამოიწვია და ვრცელდება არა მარტო სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, არამედ მთელი თურქეთის მასშტაბით: სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე”-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარის დატოვება