მასობრივი თაღლითობა ბათუმში “დეზინფექციის” სახელით

სადეზინფექციო კომპანიებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს მოსახლეობას არა მხოლოდ თბილისში

იხ. ლინკი geomediatv.ge

http://www.geomediatv.ge/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98/

არამედ როგორც აღმოჩნდა ბათუმშიც. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი”-ის თავმჯდომარის, მერაბ ღოღობერიძის განცხადებით, ბათუმის მოსახლეობა ბოლო დროს სადეზინფექციო აფიორის მსხვერპლი აღმოჩნდა.

-„საცხოვრებელ კორპუსებში და კერძო დაწესებულებებში გამოჩნდნენ კერძო შპს დეზინფექციის მომსახურების სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა კერძო კომპანიების დაწესებულებში, რომლებიც მასობრივად ეუბნებიან, რომ სადარბაზოებში მღრღნელების, მწერებისა და ქვეწარმავლებისგან თავდაცვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოებს ვატარებთო, რისთვისაც ყოველთვიურად 30 ლარს ღირს ითხოვებ. ჩვენი დაზუსტებული ინფორმაციით ისინი აცხადებენ, რომ არიან სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები.

მათი მხრიდან კომოანიები განიცდიან შანტაჟს. როგორც ჩვენთან საუბარში კომპანიების ხელმძღვანელები აღნიშნავენ, სადეზინფექციო კომპანია პირდაპირ ეუბნება – თუ ჩვენს პირობებს არ დათანხმდებით, ე.წ. სახელმწიფო სანეპით სადგური და სახელმწიფო დაწესებულება ,,უვნებლობის სამსახური” დაგაჯარიმებთო, რაზედაც ადვილად ტყუვდებიან შპს-ს ხელმძღვანელები, კომპანიები და ფიზიკური პირებიც, რადგან მათ არ აწყობთ სახელმწიფო სტუქტურებთან პრობლემები. ზოგი იმასაც ყვება, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მის კორპუსში და კერძო დაწესებულებაში სხვადასხვა პიროვნებამ სამჯერ შესთავაზა მსგავსი მომსახურება, თუმცა სადეზინფექციო სამუშაოები მათ კორპუსში და დაწესებულებასი არასდროს ჩატარებულა.

აქ მიაქციეთ ყურადღება, დეზინფექცია არ ჩატარებულა, თანხა კი მიიღეს. ზოგ კომპანიაში რაღაც თეთრი ფხვნილისებრი ნივთიერება განალაგეს. იქაურმა მომუშავეებმა გვითხრეს- არც კი ვიცით რა არის ნამდვილად, რას შეიცავს და რომელ მღრღნელს ან მწერს ანადგურებსო.

14874975_1093368540699868_1948795054_n-225x300 14826473_1093368790699843_1297124764_n-225x300

ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენს ორგანიზაციასაც არაერთხელ დაუყენებია ეს პრობლემა, ამიტომ დღეს ერთ კომპანიას დავასახელებ, იქნებ სხვებმაც ყურად იღონ. ეს არის ვინმე ჟუჟუნა ჯაფარიძის შპს.ერთ-ერთმა მათგან დაზარალებულმა ადამიანმა მოგვაწოდა მიღება-ჩაბარების აქტები და გარკვევით იკითხება შპს-ც და მისი საინდიფიკაციო კოდიც.

ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალს ამ აფიორას და ვპირდებით ყველას, რომ მალე ასეთ თაღლითებს შესაბამისი ადგილი მიეჩინებათ“-განაცხადა ღოღობერიძემ.

პრობლემა რომ ყველა ქალაქში არსებობს, ეს ჩვენთან საუბარში სადეზინფექციო კომპანია „ლიდერ კომპანის“ დირექტორმა გოგა ჯინჭარაძემაც დაადასტურა და მეტიც, განაცხადა, რომ აუცილებელია ყველა ასეთი კომანიის შემოწმება და მზად არის მისმა კომპანიამ პირველმა გაიაროს ეს შემოწმება.

ჩვენ კი მკითხველს რამდენიმე რჩევას ვთავაზობთ: როცა თქვენთან სადეზიენქციო კომპანიის წარმომადგენლები მოვლენ, აუცილებლად მოსთხოვეთ პრეპარატის სერთიფიკატი, ასევე ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი. გარდა ამისა, ჰკითხეთ თუ რის წინააღმდეგ არის მიმართული მორიგი დეზიფენქცია. დაიმახსოვრეთ-თუ მღრნელებზე ამუშავებენ, მაშინ უნდა განათავსონ შესაბამისი ბალიშის ან მარცვლის სახით წამალი ყველა კუთხე- კუნჭულში, მაგრამ გეტყვიან, რომ ბალონში არის ხსნარი, რომელიც ქვეწარმავლებზეც მოქმედებს, მღრნელებზეც, მწერებზეც და ბაქტერიებზეც, ეს უკვე არასწორია, მაგრამ პირველ რიგში მოსთხოვეთ სერთიფიკატი!

კომენტარის დატოვება