„მთელ საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა დოლარიანი სილა გააწნა!”

-„მთელ საქართველოს, ყველა ჩვენგანს ბიძინა ივანიშვილმა დოლარიანი სილა გააწნა სააპელაციო სასამართლო დღეს, “ლეიბორისტული პარტიის” სარჩელს განხილვა განიხილავდა. პარტია 8 ოქტომრის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სიის შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას მოითხოვს. „ვითხოვთ არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას, მაგრამ ეს შენობა არის ბიძინა ივანიშვილის ნოტარიატი. ისინი, რა თქმა უნდა, უარს გვეტყვიან, რაც საშუალებას მოგვცემს, დავა ევროპულ ინსტიტუტებში გადავიტანოთ. მთელ საქართველოს, ყველა ჩვენგანს ბიძინა ივანიშვილმა დოლარიანი სილა გააწნა,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პროცესზე შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილისა და ვახტანგ გომელაურის მოწმის სახის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის გამოც “ლეიბორისტულმა პარტიამ” პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. დღესვე, სააპელაციო სასამრთლომ ლეიობორისტული პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

 

კომენტარის დატოვება