ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს

ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმია ავრცელებს.

საპასუხოდ ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფებების ინფრასტრუქტურის დაბომბვა დაიწყეს.