ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფებების ობიექტები გაანადგურა [ვიდეო]

ისრაელის საჰაერო ძალები ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფებების ინფრასტრუქტურის განადგურების კადრებს ავრცელებენ.

განადგურებულია „ჰამასის“ ბაზები, სადამკვირვებლო პუნქტები და ის ადგილები, საიდანაც ტერორისტული დაჯგუფებები ისრაელის მიმართულებით რაკეტებს უშვებდნენ. ისრაელის საჰაერო ძალებმა ასევე გაანადგურეს ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ გვირაბი, რომელშიც დაჯგუფების მებრძოლები იმყოფებოდნენ.

ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობა ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას ძალისმიერ პასუხს გასცემს.