გიორგი ფხაკაძე- „სინოვაკზე”  მწირე ინოფორმაცია არსებობს, ამიტომ მყარად ვერ მივენდობით მას

„სინოვაკის” შესახებ ინფორმაცია თითქმის არ გვაქვს. ის მწირე ინფორმაცია, რომელიც მწარმოებლების მიერ არის გავრცელებული, ნამდვილად არ გვაძლევს საშუალებას, რომ მას მყარად მივენდოთ“,- ამის შეასხებ გაეროს გენერალურის მდივნის დამოუკიდებელმა მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი 2“ – 0ს  ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ასტრაზენეკას”, „ფაიზერს” და „მოდერნას”  მყარად შეგვიძლია მივენდოთ, რადგან მათ შესახებ მრავალი კვლევა არსებობს, მაგრამ ჩინეთისა და რუსეთის ვაქციენბის შესახებ ინფორმაცია კარგად უნდა გადავამოწმოთ, ვინაიდან ეს ორი ქვეყანა არ არის გამჭირვალე.

„ყველა ჩინურ ვაქცინაციასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ის გამოწვევა, რომ ჩინეთის მთავრობა, რუსეთის მსგავსად არ არის გამჭირვალე. „ასტრაზენეკას”,  „ფაიზერს” ან „მოდერნას”  მყარად შეგვიძლია მივენდოთ, რადგან მათ შესახებ მრავალი კვლევა არსებობს, რასაც ვერ ვიტყვით „სინოვაკზე”, ამიტომ დაბეჯითებით არ შემიძლია გითხრათ „სინოვაკი” კარგია თუ ცუდი“,-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.