“ლაშას მამა სამწუხაროდ არ აცრილა და…”- არჩილ არველაძე

ვეტერანმა ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ , მისი და მისი ძმების პოლიტიკაში მოსვლასთან და “ლაშას მამის გარდაცვალების” შესახებ ცნობილ ხუმრობასთან დაკავშირებით  „რუსთავი 2″ – ის ეთერში ისაუბრა.

“ლაშას მამა სამწუხაროდ არ აცრილა და… ვიხუმრე. ზოგი ვერ ხვდება, რომ ეს ხუმრობა არის ვიდეოს ნაწილი, რომელიც წლების წინ იყო გამოქვეყნებული,” –  აღნიშნა მან.

რაც შეეხება შოთა არველაძის სტატუსს, რომ მას პოლიტიკაში მოსვლისა და თბილისის მერობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციების შემდეგ ტაქსების თეთრ ფერზეც უსვამენ კითხვას, არჩილ არველაძემ კვლავ ხუმრობით უპასუხა და განაცხადა, რომ მისი ტყუპისცალის მსგავსად თეთრი ფერი მასაც მოსწონს.

“მეც ძაან მომწონს თეთრი ფერი, ვეთანხმები შოთის, ძაან კაი გადაწყვეტილება იყო, რომ მანქანები თეთრ ფერად შეიღება, იმიტომ რომ ცოტა ღია ფერები რომ შემოვიდეს არ გვაწყენს.”

დღეს, შოთა და არჩილ არველაძეები “სინოფარმით”  აიცრნენ,