ასეულობით დაღუპული და დაშავებული, მათ შორის 40 ბავშვი – ისარელ-პალესტინის  შეიარაღებულ კონფლიქტს შეწირულები

ისარელ-პალესტინის  შეიარაღებულ კონფლიქტს უკვე ასეულობით დაღუპული და დაშავებული ჰყავს, მათ შორის არის 40 ბავშვი. ბოლო 24 საათში ღაზას სექტორში 8 მოზარდი დაიღუპა.

დღის განმავლობაში “ჰამასმა” თელ ავივის, აშდოთის, აშკელონი და ისრაელის სამხრეთ ნაწილის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა. რის შემდეგადაც დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.

საპასუხოდ ღაზას სექტორზე იერიში მიიტანა ისრაელმა, სადაც “ასოშიეთიდ პრესისა“ და “ალ-ჯაზირას” ოფისები დაბომბა.

მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გახდა ცნობილი, რის გამოც შენობაში მყოფი პირების ევაკუაცია ერთი საათით ადრე განხორციელდა.

დაიბომბა ლტოლვილთა ბანაკიც რასაც 8 ბავშვი ემსხვერპლა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში ბოლო დღეების განმავლობაშ დაბომბილ ყველა შენობას “ჰამასი” ცოცხალ ფარად იყენებდა, ანუ ტერორისტული საქმიანობას იქ ეწეოდნენ, სადაც სამოქალაქო პირები ცხოვრობენ ან მუშაობენ.

ღაზის სექტორში მსხვერპლი 140-მდე გაიზარდა, მათ შორისაა 39 ბავშვი.