„თბილისი პრაიდის” აქტივისტი – გურამ ფალავანდიშვილმა ინსტალაცია თავზე დაგვამხო, ყველაზე იძალადა, პოლიციას რეაგირება არ ჰქონდა

“თბილისი პრაიდის” აქტივისტის ბექა არჩვაძის თქმით, გურამ ფალავანდიშვილმა ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია დაშალა, ხოლო იქ მყოფ აქტივისტებს კი, ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა.

“დაახლოებით ერთი საათის წინ, ორგანიზატორებმა ინსტალაცია გავაკეთეთ, შემდეგ მოვიდა გურამ ფალავანდიშვილი, მთელი ეს ინსტალაცია თავზე დაგვამხო, ყველაზე იძალადა, პოლიციას ამ ყველაფერზე რეაგირება არ ჰქონდა. გვერდზე გაიყვანეს, როდესაც უნდა დაეკავებინათ, დააგვიანეს”, – აღნიშნავს ბექა არჩვაძე.

მისივე ინფორმაციით, ფალავანდიშვილმა აქტივისტებს შეურაცხყოფა არასრულწლოვნების წინაშე მიაყენა.

“არ მოწონდა ინსტალაცია, 10 ადამიანი იყო. არასრულწლოვანი ბავშვების წინაშე გვაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას”,-აღნიშნავს აქტივისტი.