ზაალ უდუმაშვილი – ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილს კონტაქტი მუდმივად აქვთ და არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს და მათ თავიანთი პოზიციები გაცვალონ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, შესაძლოა, ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილს შორის შეხვედრა გაიმართოს.

ზაალ უდუმაშვილი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უნდა შევიდეს.

“კონტაქტი მუდმივად აქვთ ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილს და არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეხვედრაც შედგეს და მათ გაცვალონ თავიანთი პოზიციები. ასე, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, როდესაც პარტიის თავმჯდომარე პარტიის ლიდერს ხვდება.

მე ვფიქრობ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უნდა შევიდეს პარლამენტში იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. მოცემულობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც პარტიების ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა და შესაბამისად, ჩვენ უკვე აღარ გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის ტრიბუნა დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს,” – განუცხადა ზაალ უდუმაშვილმა „რუსთავი 2“-ს.