ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ე.წ. ინდური შტამის შესაძლო შემთხვევების შესწავლა მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის შესაძლო შემთხვევების შესწავლა მიმდინარეობს.

მისი თქმით, არის პროგნოზი, რომ ე.წ. ინდურმა შტამმა ევროპაში ე.წ. ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს.

„შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. გიდასტურებთ, რომ შესწავლა მიმდინარეობს. ყველგან არის შესაძლებელი, საქართველო გამონაკლისი არ არის. მოგეხსენებათ ევროპაში გამოჩნდა ინდური შტამი, ისევე როგორც ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული. პროგნოზი არის, რომ ინდურმა შტამმა ევროპაში თანდათან ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე „რუსთავი 2“-თან.