ლევან ვასაძე – ადგილობრივ მოსახლეობას თუ არ უნდა, „ნამახვანჰესის“ პროექტი არ უნდა განხორციელდეს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელის, ლევან ვასაძის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს მხარს უჭერს და მიაჩნია, რომ მსგავსი პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობის გარეშე არ უნდა განხორციელდეს.

მისივე თქმით, სტრატეგიული, ენერგეტიკული ობიექტების საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს უნდა ეკუთვნოდეს.

„მოვედი, რომ მხარი დავუჭირო რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტს. მიმაჩნია, რომ პროექტი ამ სახით არ უნდა განხორციელდეს, როგორც უკვე საჯაროდ ვთქვი. ჩემი აზრით, ნებისმიერი მსგავსი პროექტის განხორციელების პირველი პირობა არის ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობა პროექტზე, ნებისმიერი სახით.

ანუ, თუ ადგილობრივ მოსახლეობას არ უნდა, პროექტი არ უნდა განხორციელდეს. მეორე – მიმაჩნია, რომ მსგავსი სტრატეგიული, ენერგეტიკული ობიექტების საკონტროლო პაკეტი უნდა ეკუთვნოდეს ჩვენს სახელმწიფოს. მე გამოვედი წინადადებით, რომ ჩემი აზრით, უნდა გაკეთდეს საზოგადოებრივი კომისია, რომელშიც შევა რიონის მოსახლეობა, შევლენ უცხოური კომპანიების წარმომადგენლები და სპეციალისტები, რათა მოინახოს კონსტრუქციული გამოსავალი ამ მიმართულებით. ის პოზიცია, რაც ხელისუფლებას უჭირავს, რომ აიგნორებს მოსახლეობის პროტესტს და არავითარ დიალოგზე არ მოდის, მაინც ცდილობს, ააშენოს, არ არის სწორი“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ჰესის საწინააღმდეგოა აქცია იმართება.