ირაკლი ღარიბაშვილი – პარტიაში იდეალური, ჰარმონიული სიტუაციაა – მჭიდრო, ერთ მუშტად შეკრული სიტუაცია გვაქვს

პროვოკაციული ინფორმაციაა, რომელიც ჩვენი დეგრადირებული, ფაქტიურად დაშლილი, დაქუცმაცებული ოპოზიციის მხრიდან ვრცელდება, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, ღარიბაშვილმა ირაკლი კობახიძის პოზიცია დაიკავოს.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ დღეს იდეალური, ჰარმონიული, ერთ მუშტად შეკრული სიტუაციაა.

„ესაა შეგნებული პროვოკაციული ინფორმაცია, რომელიც ჩვენი დეგრადირებული, ფაქტიურად დაშლილი, დაქუცმაცებული ოპოზიციის მხრიდან ვრცელდება. იმისთვის, რომ საკუთარ პარტიაში არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა გადაფარონ! დღეს პარტიაში და ჩვენს ხელმძღვანელობაში იდეალური, ჰარმონიული სიტუაციაა! ჩვენ მჭიდრო, ერთ მუშტად შეკრული სიტუაცია გვაქვს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.