სიებიანი ქალები – არჩევნების განუყრელი ატრიბუტი

ჯერ ალბათ არც ერთი არჩევნები არ ჩატარებულა  კოორდინატორებს სიები არ ეწეროთ, გამონაკლისი არც მეორე ტურია, ასე რომ ამაში გასაკვირი არაფერი აღარ არის, მაგრამ გარეუბნებში, სადაც კამერები არ ფიქსირდება, სიებს შენობაშივე ადარებენ და იქიდანვე რეკავენ  არ მისულ ამომრჩეველთან.

კოორდინატორებიც კი კოჰაბიტირებულად მოქმედებენ-მე არ დამინახიხარ და ვერც შენ მხედავო. ის კი არადა ერთმანეთს გულისტკივილსაც უზიარებენ-ეს ხალხი სახლიდან ვერ გამოვიყვანეთო…უფრო გამოცდილი კოორდინატორები სახლებში მანქანებით აკითხავენ ამომრჩეველს, ისინი კი, რომლებსაც წელს დებიუტი აქვთ, მორიდებით რეკავენ ტელეფონზე და საარჩევნო უბანზე მისვლას სთხოვენ.

20161008_182815

კომენტარის დატოვება