კარლ ჰარცელი – „ამნისტიის შესახებ“ კანონზე მუშაობა სენსიტიური საკითხია, იმედი მაქვს, საერთო კანონპროექტზე შეთანხმება შესაძლებელი გახდება

„ამნისტიის შესახებ“ კანონზე მუშაობა სენსიტიური საკითხია, იმედი მაქვს, საერთო კანონპროექტზე შეთანხმება შესაძლებელი გახდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„ამნისტიის შესახებ“ კანონზე მუშაობა სენსიტიური საკითხია. ჩვენ მაგიდაზე ორი კანონპროექტი გვაქვს. იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი გახდება საერთო კანონპროექტზე შეთანხმება, რომლის ირგვლივაც ყველა შეძლებს გაერთიანებას. პირადად მე, ეს შესაძლებელი მგონია. ვნახოთ, იქნება ეს ასე, თუ არა. ეს მნიშვნელოვანი კანონია, რომელიც შეთანხმების შემადგენელი ნაწილია“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.