ჯანმოს დირექტორი: ევოლუციური რეალობაა, რომ ახალი ვირუსი გაჩნდება, რომელიც არასტაბილური და უფრო მომაკვდინებელი იქნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მომავალში უფრო მომკაკვდინებელი ვირუსი შეიძლება გაჩნდეს.

„არ დავუშვათ შეცდომა, ვინაიდან ეს ბოლო შემთხვევა არ არის, როდესაც მსოფლიო პანდემიის საფრთხის წინაშე დგას. ევოლუციური რეალობაა, რომ ახალი ვირუსი გაჩნდება, რომელიც არასტაბილური და უფრო მომაკვდინებელი იქნება, ვიდრე ეს ვირუსი“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე განაცხადა, რომ პანდემიის მთავარი „დრაივერი“ საერთაშორისო სოლიდარობის არარსებობაა.

„თუ ძველი გზით წავალთ, იმავე შედეგს მივიღებთ – მსოფლიოს, რომელიც მოუმზადებელი, საკმაოდ სახიფათო და უსამართლოა“, – აღნიშნა მან.