ანა ნაცვლიშვილი – 26 მაისი იმდენად წმინდა დღეა, ალბათ ყველას უნდა გვაერთიანებდეს, მაგრამ რეალობა სამწუხაროდ არის, რომ ძალიან ცოტა რამე გვაერთიანებს და ბევრი გვყოფს

26 მაისი არის ის დღე, რომელიც თავისი შინაარსით, დატვირთვით იმდენად მნიშვნელოვანი და წმინდაა, რომ ალბათ ყველას უნდა გვაერთიანებდეს, მაგრამ რეალობა სამწუხაროდ ამ ქვეყანაში არის ის, რომ ძალიან ცოტა რამ გვაერთიანებს და ძალიან ბევრი რამე გვყოფს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

„პირადად მე, ვიცი 26 მაისს როგორ ვატარებ და გავატარებ ისე, როგორც ამას მკარნახობს ამ ქვეყნის ისტორია და ვალდებულება, პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც მოიტანეს ეს ქვეყანა. ასევე იმ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით, რომლებზე ეს ქვეყანა დღეს დგას. ვფიქრობ, რომ თუნდაც არა ფიზიკურად ერთ სივრცეში მაგრამ, სიმბოლურად გაერთიანებას მაინც შევძლებთ, ამ თარიღთან დაკავშირებით, მაინც არ უნდა იყოს ბზარები“, – განაცხდა ანა ნაცვლიშვილმა.