ალუდა ღუდუშაური – ფანჩატურის დატოვება სწორი გადაწყვეტილება იყო, „ნაცმოძრაობამაც“ თავი დაანებოს აქეთ-იქით ხეტიალს, საზოგადოებას უთხრას ბოდიში და შემოვიდეს პარლამენტში

„ნაცმოძრაობამ“ თავი დაანებოს აქეთ-იქით ხეტიალს, საზოგადოებას უთხრან ბოდიში, რომ შეეშალათ, შემოვიდნენ ან ხელს მაინც ნუ შეგვიშლიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, ღუდუშაურის თქმით, სხდომაზე ოპოზიცია პოპულისტური განცხადებებით გამოდის და საგნობრივი საუბარი მათგან არ სმენია.

„მოვისმინეთ ჩვენი ოპოზიციური კოლეგების მწვავე გამოსვლები, რომლიც მხოლოდ და მხოლოდ გაჯერებული იყო პოპულიზმით და არანაირი საგნობრივი საუბარი მათგან არ მოგვისმენია. როდესაც საუბრობთ ხალხზე, ექვსი თვე გველაპარაკებოდით კარვებიდან, ექვსი თვე გველაპარაკებოდით საყვირებიდან და ქუჩის პროტესტებით. რამდენიმე დღე არის, დატოვეთ ფანჩატური და შემობრძანდით პარლამენტში, სწორი გადაწყეტილება მიიღეთ. ცარიელია ადგილები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხმა მიაკუთვნა. თქვენ მიერ გაჟღერებული პოპულიზმიდან გამომდინარე განცხადებებს სჭირდება სწორედ გაერთიანება და ის დოკუმენტი, რომლსაც ხელი მოვაწერეთ, ამას ისახავდა მიზნად.

მაგრამ რა ქნას „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც არის ჩიხში შესული, რომელიც არის დესტრუქციული ძალა. მას აქვს ორი ძალიან ცუდი არჩევანი, ერთი აწ უკვე ყოფილ პარტიაზე, როგორც ამბობენ წასულებზე ან კარგს იტყვიან ან არაფერს, ამიტომ არაფრის თქმა მოგვიწევს. ეს არის „ევროპული საქართველოს“ შემთხვევა, დაადგეს მის გზას ან მეორე, შემობრძანდეს პარლამენტში და ამით აღიარონ მარცხი, მოიხადონ ბოდიში. საზოგადოებას უთხრან, რომ მეტს აღარ გაიმეორებენ იმ შეცდომებს, რომელსაც კატასტროფულად უშვებდნენ.

რამდნიმე დღის გამობრძანებული იყო მათი ფორმალური ლიდერი ბატონი მელია, ის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა, ლამის ქვეყანა გადააყოლეთ. დიახ თქვენ, მაშინ სად იყავით, ხალხი სად იყო. მაშინ არ გახსენდებოდათ, რომ ხალხს უჭირდა და გაჭირვება იყო.

როცა რამდენიმე დღის გამობრძანებული იყო, განაცხადეს, ხალხს უნდა ვკითხოთო ჩვენ ის დავალება რაც არჩევნებზე მოგვცეს მანდატების სახით შევასრულოთ თუ არაო. ჰოი, საოცრება, მეორე დღეს თავქუდმოგლეჯილები გავარდნენ უკრაინაში უცხო ქვეყნის, მომთაბარე, მოხეტიალე, მართლაც გაკოტრებულ პოლიტიკოსთან რჩევების საკითხავად. როდესაც ხალხზე ვსაუბრობთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ეს გეხებათ ყველას, როდესაც ასე კატეგორიულად იყენებთ ამ სიტყვებს და ხმამაღლა საუბრობთ, იქნებ გადახედოთ თქვენს მიღწევებს, ხალხთან ბმას და პროცენტებს, რომელიც თქვენ ხალხმა დაგიწერათ, რომლიც რეალობის გააზრებაც გიჭირთ.

„ნაციონალური მოძრაობა“ მილევად რეჟიმში არის გადასული და ვერ პოულობენ გზას, როგორმე შემოიპარონ პარლამენტში. პარლამენტს აქვს ერთი ცენტრალური კარები, რომელშიც უნდა შემოხვიდე დეპუტატი, ამიტომ დაანებონ თავი აქეთ-იქით ხეტიალს, თქვენ რომ შეცდომა იყო, საზოგადოებას უთხრან, რომ ბოდიში, შეგვეშალა. შემოვიდნენ და შემოგვიერთნენ ან ხელს მაინც ნუ შეგვიშლიან იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, იმ საჭიროებების გადაწყვეტაში, რომელზეც ახლა თქვენ პოპულისტური სიტყვებით მსჯელობდით“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password