იაგო ხვიჩია – ამნისტია თუ არავის უნდა, ესე იგი მზად არ ვართ ერთმანეთის პატიებისთვის

ყველას ყურადღების გამახვილებას ვურჩევდი. ამნისტია თუ არავის არ უნდა, ცხადია, არ უნდა გაკეთდეს. ე.ი. მზად არ ვართ ერთმანეთის პატიებისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, წითელი ხაზია, რომ შეთანხმების შესრულებას საფრთხე არ შეექმნას.

„წითელი ხაზია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებას საფრთხე არ შეექმნას, თუ ოპოზიცია ერთხელ რაღაცას ჩაშლის და ამაზე ხელისუფლების მხრიდან კონსენსუსი არ იქნება, შეთანხმების სხვა პუნქტზე შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ” იგივე გააკეთოს და მათ ამისი მცდელობა ჰქონდათ.

ამ თვალსაზრისით, ყველას ყურადღების გამახვილებას ვურჩევდი. ამნისტია თუ არავის არ უნდა, ცხადია, არ უნდა გაკეთდეს. ე.ი. მზად არ ვართ ერთმანეთის პატიებისთვის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.