ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დღე, რომელიც, ერთდროულად, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალია. დღე, რომელიც გვიყვარს, გვეამაყება და გვაერთიანებს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში.