სალომე ზურაბიშვილი: 26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს, ქვეყანამ შეძლო საკუთარ არჩეულ გზაზე ისე ევლო, რომ არ შეჰპუებოდა დაბრკოლებას, მუქარასა თუ თავდასხმას

26 მაისია და გენერალი გიორგი კვინიტაძე თავის საოცნებო ქვეყანაში დაბრუნდა. იგი ბრუნდება თავისუფალ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისი კულტურითა და იდენტობით ამაყ, ევროპასთან დაახლოებულ და მის ფასეულობებთან შერწყმულ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

„ეს თავისთავად გამარჯვებაა 70-წლიან ოკუპაციასა და საბჭოთა დაპყრობის ტრაგედიაზე. 26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს. გამარჯვებაა, რომ ამ ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა უმძიმეს გამოწვევას გაუძლო: ომს, მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას, პროვოკაციებს. ქვეყანამ შეძლო საკუთარ არჩეულ გზაზე ისე ევლო, რომ არ შეჰპუებოდა დაბრკოლებას, მუქარასა თუ თავდასხმას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.