ლევან მურუსიძე – სასამართლო სისტემაში არ არსებობს “კლანი”, სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია

სასამართლო სისტემაში  არ არსებობს  “კლანი”, სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი,- ასე უპასუხა მოსამართლე ლევან მურუსიძემ “სირცხვილიას” აქტივისტის,   ნოდარ რუხაძეს კითხვაზე -” არსებობს თუ არა ჩინჩალაძე-მურუსიძის “კლანი”.

“საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველას აქვს გამოხატვის უფლება, უბრალოდ ვისურვებდი, რომ ეს არ გასცდეს გამოხატვის თავისუფლებას და შეურაცხყოფაში არ გადავიდეს. ყველა ქვეყანა არის სპეციფიკური, საქართველოში გამოხატვის თავისუფლებას ცოტა ფრთხილად უნდა მივუდგეთ. არ უნდა შევზუდოთ კანონით, ყველა ადამიანს აქვს თავისი მორალური და შინაგანი კულტურა. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ღირსება, რომელიც არ უნდა შეურაცხყო, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს. თქვენ იცით ერთი იგავ-არაკი: დათვი, რომ სტუმრად ესტუმრა გლეხს და ცოლმა რომ მოიხსენია, რა მყრალი სუნი აქვსო. მან უთხრა, რომ თავში ჩამარტყი ნაჯახი, ერთი თვის შემდეგ კი ასეთი რაღაც უთხრა – შენი ნაჯახით დაკოდილი მომირჩა და შენი ენით დაკოდილი არა. ეს არის დიდი სიბრძნე, ქართული სიბრძნეა”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ.