გიგა ბოკერია – დღეს უნდა გავიხსენოთ, როგორ გაერთიანდა საზოგადოება 100 წლის წინ, სხვათა შორის, დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფებიც კი, რომ ქვეყანას ჰქონოდა თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული მომავლის შანსი

დღეს უნდა გავიხსენოთ, როგორ გაერთიანდა ჩვენი საზოგადოება 100 წლის წინ, სხვათა შორის, ძალიან დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფებიც კი იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ჰქონოდა თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული მომავლის შანსი,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, ეს დღე გვაძლევს მაგალითს, როგორ უნდა წავიდეს წინ ქართული საზოგადოება, უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, ვინც ჩვენი ისტორიის გმირები არიან.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და ჩვენი თავისუფლების დღე. უნდა ვუსურვოთ ყველას თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება.

დღეს უნდა გავიხსენოთ, როგორ გაერთიანდა ჩვენი საზოგადოება 100 წლის წინ, სხვათა შორის, ძალიან დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფებიც კი, იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ჰქონოდა თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული მომავლის შანსი.

ეს გამოფენა სწორედ ამის მოგონებას ეძღვნება. ეს დღე გვაძლევს მაგალითს, როგორ უნდა წავიდეს წინ ქართული საზოგადოება, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება აღარასდროს დადგეს იმ საფრთხის ქვეშ, რაც მოჰყვა 100 წლის წინ დამოუკიდებლობის დღის გამოცხადებას სულ ცოტა ხანში.

ამიტომ, უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, ვინც ჩვენი ისტორიის გმირები არიან, ეს დღე შექმნა და შემდეგ ამ დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას და მის დაცვას შესწირა თავი სხვადასხვა ფორმით”,- აღნიშნავს ბოკერია.