შსს-ს ინფორმაციით „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა, სოფელ გუმათში აღმართული რკინის ჯებირები დააზიანეს

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
187-ე მუხლით.  დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუშინ თბილისიდან რიონის
ხეობაში გადაინაცვლეს და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია. შეკრებილები
მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და
სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ. სამინისტრო დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს“. – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.