ნიაგარის ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდა (ვიდეო)

კანადაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა – ნიაგარას ჩანჩქერი პირველად ქართული დროშის ფერებში განათდა.  ვიდეოს კანადაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში 15 წუთი იყო განათებული.  შესრულდა საქართველოსა და კანადის სახელმწიფო ჰიმნები, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები: „კახური მრავალჟამიერი“, „შენ ხარ ვენახი“ და „ჩაკრულო“.