სალომე ზურაბიშვილი – პოლონეთის პრეზიდენტთან ვისაუბრე ზაზა გახელაძის გატაცებისა და მისთვის 12-წლიანი განაჩენის გამოტანაზე, იმაზე, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რათა ეს საკითხი მალე მოგვარდეს და მან შეძლოს ოჯახში დაბრუნება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან შეხვედრა განართა.  ზურაბიშვილის განცხაებით, პასუხი ამ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იმ დაძაბულ სიტუაციაზე, რომელიც არსებობს არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არის მეტი სოლიდარობა. მეტი სოლიდარობა იქ, სადაც არის საქართველოს პერესპექტივა და სადაც საქართველოს პარტნიორები და მეგობრები – ევროკავშირი და ნატო არიან.

„გუშინ პოლონეთის პრეზიდენტი ასევე იყო საოკუპაციო ხაზზე, ესეც არის დიდი ნიშანი თუ რამდენად იზიარებს პოლონეთი საქართველოს იმ გაუსაძლის დღევანდელ მდგომარეობას, რომელზეც ვრცლად ვისაუბრეთ ერთად. მინდა მადლობა მოვახსენო პოლონეთს იმისთვის, რომ პირველი დღიდან მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, ხელმძღვანელობს ამ მისიას ახლა, ვისაუბრეთ ამ მისიაზე და იმის აუცილებლობაზე, რომ ამ მისიას მიეცეს საშუალება და საბოლოოდ შეძლოს ის, რაც გათვალისწინებულია 2008 წლის შეთანხმებაში – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ ნამდვილად დააკვირდეს თუ რა ხდება სრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს იქნება ერთ-ერთი დეესკალაციის საშუალება, მაგრამ არა საბოლოო გადაწყვეტილება ამ ძალიან რთული საკითხის.

ვისაუბრეთ დღევანდელ პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხზე, ზაზა გახელაძეზე და მისთვის 12 წლიანი განაჩენის გამოტანაზე. ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რომ ეს საკითხი მალე მოგვარდეს და შეძლოს მან დაბრუნება თავის ოჯახში. პასუხი ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ დაძაბულ სიტუაციაზე, რომელიც არსებობს არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არის მეტი სოლიდარობა. მეტი სოლიდარობა იქ, სადაც არის საქართველოს პერესპექტივა და სადაც საქართველოს პარტნიორები და მეგობრები – ევროკავშირი და ნატო არიან,” – განაცხადა პრეზიდენტმა.