1-ელი ივნისიდან თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირზე ტარიფი, ერთ კუბურ მეტრზე, დაახლოებით, 8 თეთრით გაეზრდება

„თბილისი ენერჯის“ აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 7, 834 თეთრით მეტს გადაიხდიან.

სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯის“ აბონენტებს 46,138 თეთრის ნაცვლად 53,972-ის გადახდა მოუწევთ დღგ-ს ჩათვლით.

შპს „თბილისი ენერჯის“ კორექტირებულმა სამომხმარებლო ტარიფმა შეადგინა 53.972 თეთრი/კუბ.მ დღგ-ს ჩათვლით.

ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ელი ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.