კვაჭანტირაძე ენმ-ს: მორჩა-დამთავრდა თქვენი “ბაირამობა”!

ზვიად კვაჭანტირაძე “ნაციონალურ მოძრაობას” საჯაროდ მიმართავს:

-“მარნეულის 86-ე უბანზე რომ რაღაც ვიდეოს ავრცელებთ, სადაც ვიღაც რაღაცას ბჟუტურებს, იცოდეთ – არც ეს აფიორა არ გამოგივათ. ასეთი ვიდეოს გადაღება ხომ ნებისმიერს შეუძლია სხვის საწინააღგმდეგოდ?

როგორ ამტკიცებთ ასეთ სიბრიყვეს, თითქოს, 400 ბიულეტენი ჩაყარაო “ოცნებამ”, როდესაც სულ 701 დან 380- მდე ამომრჩეველიც არ ყოფილა დაფიქსირებული მოსული ამ უბანზე. ბიულეტენების ჩაყრა და არჩევნების გაყალბება -ეს თქვენსკენ მოიკითხეთ.

გასაოცარია, ნუთუ მართლა გულწრფელად გიკვირთ რომ მარნეულშიც აგებთ არჩევნებს?
ნუთუ მართლა დაიჯერეთ, რომ მარნეულელები ვერ გაერკვეოდნენ რას ამზადებდით აქ? როგორ აღვივებდით რელიგიურ შუღლს და სიძულვილს ყველაზე ბინძური მეთოდებით!!!! ???

მორჩა-დამთავრდა თქვენი “ბაირამობა”!

კომენტარის დატოვება